Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს


ლიბანში უშიშროების მკაცრი ზომების ფონზე მიმდინარეობს საპარლამენტო არჩევნები. მოსალოდნელია დაძაბული კონკურენცია, ერთი მხრივ, სუნიტ პოლიტიკოს საად ალ-ჰარირის ხელმძღვანელობით მოქმედ, დასავლეთის მხარდაჭერის მქონე კოალიციას და, მეორე მხრივ, შიიტურ ჰიზბოლას შორის. ეს უკანასკნელი სირიის, ირანისა და მათი მოკავშირეების მხარდაჭერით სარგებლობს. კენჭისყრის მსვლელობაში ძალადობის თავიდან ასაცილებლად მობილიზებულია 50 000-მდე სამართალდამცველი. ლიბანშია ჩასული არჩევნების 200-მდე უცხოელი მეთვალყურე. შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა, რომელიც მეთვალყურეების ერთ-ერთ ჯგუფს ხელმძღვანელობს, ლიბანის პარტიებსა და მათს უცხოელ მხარდამჭერებს მოუწოდა, შეურიგდნენ არჩევნების შედეგებს. საარჩევნო უბნები თბილისის დროით 19 საათზე იხურება. პირველი შედეგები ხვალ საღამოსთვისაა მოსალოდნელი. ლიბანის პოლიტიკური სისტემით, 128-ადგილიანი პარლამენტის მანდატები თანაბრად არის განაწილებული ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის.
XS
SM
MD
LG