Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი საფრანგეთიდან სამშობლოში გაფრინდა


ბარაკ ობამა დღეს პარიზიდან ვაშინგტონში გაემგზავრა, რითაც დასრულდა მისი 5-დღიანი ტურნე ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. აშშ-ის პრეზიდენტი შაბათს დაესწრო ცერემონიას, რომლის მონაწილეებმაც, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტმა, ბრიტანეთისა და კანადის პრემიერ-მინისტრებმა და მსოფლიო ომის ვეტერანებმა, ნორმანდიაში მოკავშირეთა ძალების გადასხმის 65-ე წლისთავი აღნიშნეს. მანამდე ობამა მოკლე ვიზიტით ეწვია გერმანიას, სადაც კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად დაათვალიერა ბუხენვალდის საკონტცენტრაციო ბანაკის მუზეუმი. გერმანიაში ვიზიტს წინ უსწრებდა ვიზიტები საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში. ქაიროს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის პრეზიდენტმა მუსულმანურ სამყაროს მოუწოდა ამერიკასთან ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყებისაკენ.
XS
SM
MD
LG