Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო უწყება: ბორისოვი “აღიარებითი ჩვენებით” გამოვიდა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა ინტერვიუს, რომელიც რუსეთის არმიის გენერალ-მაიორმა ბორისოვმა 6 ივნისს მისცა რადიოსადგურ “ეხო მოსკვის”. საგარეო უწყების განცხადებაში მოყვანილია ინტერვიუს ნაწყვეტის თარგმანი - ბორისოვის სიტყვები, რომ ხელმძღვანელობდა სამხედრო დაჯგუფებას ცხინვალის მიმართულებაზე. ციტატა: “ამ რაიონებში ჩვენ სწავლებებს რეგულარულად ვაწარმოებთ, ჩვენმა ჯარებმა მიიღეს სრულყოფილი პრაქტიკა, ვატარებდით სწავლებებს ამ ტერიტორიებზე, ზუსტად იქ, ერთი კვირით ადრე, და გასვლას ვაპირებდით იქედან, ამიტომაც ცხინვალის მიმართულებით მარში ჩვენ გაცილებით უკეთ შევასრულეთ, ვიდრე ცენტრალურმა და საოლქო ნაწილებმა...” ვკითხულოთ ციტატაში, რომელიც საქართველოს საგარეო უწყებას მოჰყავს გენერალ-მაიორ ბორისოვის ინტერვიუდან. საგარეო უწყების განცხადებაში ბორისოვის ინტერვიუ შეფასებულია, როგორც “აღიარებითი ჩვენება” იმის შესახებ, თუ ვინ იყო გასული წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის სულისჩამდგმელი და განმხორციელებელი. საგარეო უწყების განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ ბორისოვის გამონათქვამი დაეხმარება საერთაშორისო კომისიებს შარშანდელი აგვისტოს ომის შესახებ სიმართლის დადგენაში.
XS
SM
MD
LG