Accessibility links

logo-print

ატლანტის ოკეანეში უკვე 6-ს მიაგნეს ავიაკატასტროფის დროს დაღუპულებიდან


საფრანგეთის სამხედრო გემმა კიდევ ერთ დაღუპულს მიაგნო ავიაკომპანია “ერ ფრანსის” კუთვნილი, ატლანტის ოკეანეში გასულ ორშაბათს ჩავარდნილი თვითმფრინავიდან. შედეგად, ექვსამდე გაიზარდა ნაპოვნი გვამების რიცხვი. ბრაზილიის სანაპიროსთან, სადაც 1 ივნისს ავიაკატასტროფა მოხდა, რამდენიმე გემი და თვითმფრინავი განაგრძობს დაღუპულების ძებნას. კატასტროფის შედეგად დაიღუპა რიო-დე-ჟანეიროდან პარიზში მიმავალ აერობუსში მყოფი 228-ვე ადამიანი. საფრანგეთმა წყალქვეშა ნავებიც გააგზავნა ე.წ. „შავი ყუთების“ პოვნის მიზნით, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის ავარიის მიზეზის დადგენას. ფრანგი გამომძიებლები თვითმფრინავის რამდენიმე ტექნიკურ ხარვეზზე მიუთითებენ.
XS
SM
MD
LG