Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტის არჩევნების პროცესი დასასრულს უახლოვდება


დღეს ევროპის კავშირის 19 ქვეყანაში ტარდება ევროპარლამენტის არჩევნები, რითაც დასრულდება ევროპარლამენტის არჩევნების პროცესი. 736-ადგილიან პარლამენტში წამყვან პოზიციას, როგორც ვარაუდობენ, ცენტრისტული პარტიები შეინარჩუნებენ, თუმცა, ელექტორატის პასიურობის შემთხვევაში, შესაძლოა შედეგები გააუმჯობესონ ულტრამემარჯვენე პარტიებმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ ევროპის მოქალაქეებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ კენჭისყრაში. მისი თქმით, ევროპარლამენტი “ყოველ დღე სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება”. 338 მილიონამდე ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს უდიდეს ტრანსნაციონალურ არჩევნებში. საზოგადოებრივი აზრის ჯერ კიდევ არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით, საარჩევნო უბნებზე მისვლას ევროკავშირის ელექტორატის ნახევარზე ნაკლები აპირებდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ევროკავშირის ბევრი მოქალაქისთვის უბრალოდ გაუგებარია სისტემა, თუ როგორ ნაწილდება ძალაუფლება ევროპარლამენტს, ევროკომისიას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა საბჭოს შორის.
XS
SM
MD
LG