Accessibility links

logo-print

ლიბანში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა


ლიბანის საპარლამენტო არჩევნებმა დაძაბული კონკურენციის ფონზე ჩაიარა. 128-ადგილიანი პარლამენტის მანდატებს ერთმანეთს ეცილებიან, ერთი მხრივ, სუნიტ პოლიტიკოს საად-ალ-ჰარირის ხელმძღვანელობით მოქმედი, დასავლეთის მხარდაჭერის მქონე კოალიცია და, მეორე მხრივ, შიიტების ოპოზიციური ჰიზბოლა. ეს უკანასკნელი სირიის, ირანის და მათი მოკავშირეების მხარდაჭერით სარგებლობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ელექტორატის 55-65 პროცენტმა. კენჭისყრის მსვლელობაში ძალადობის თავიდან ასაცილებლად მობილიზებული იყო 50 ათასამდე სამართალდამცველი, ლიბანშია ჩასული არჩევნების 200-მდე უცხოელი მეთვალყურე. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა, რომელიც მეთვალყურეების ერთ-ერთ ჯგუფს ხელმძღვანელობს, ლიბანის პარტიებს და მათს უცხოელ მხარდამჭერებს მოუწოდა, შეურიგდნენ არჩევნების შედეგებს. არჩევნების პირველი შედეგები ხვალ საღამოსთვისაა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG