Accessibility links

logo-print

ავღანეთში განხორციელებული ოპერაციისას 20-ზე მეტი თალიბი მოკლეს


ავღანელი სამხედროების და მრავალეროვანი კოალიციის მიერ მეამბოხეების წინააღმდეგ განხორციელებული ერთობლივი ოპერაციის შედეგად დღეს 30-მდე ადამიანი დაიღუპა. ზაბულის პროვინციის პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით, ბრძოლის შედეგად 20-ზე მეტი თალიბი მებრძოლი და ერთი ავღანელი პოლიციელი იქნენ მოკლული. ხოლო ჩრდილოდასავალეთში მდებარე ფარიაბის პროვინციის პოლიციის უფროსის ცნობით, ექსტრემისტებმა იერიში განახორციელეს პოლიციის სადგურზე და 4 პოლიციელი გამოასალმეს სიცოცხლეს. თალიბებმა იერიშები განახორციელეს აღმოსავლეთში მდებარე პაქტიკის პროვინციაშიც. ერთ-ერთი იერიშის დროს მოკლეს სარჰავაზას რაიონის პოლიციის უფროსი.
XS
SM
MD
LG