Accessibility links

logo-print

ლიბანის საპარლამენტო არჩევნებში პოდასავლური ორიენტაციის კოალიცია იმარჯვებს


ლიბანის პროდასავლური ორიენტაციის კოალიციის ლიდერი, საად ჰარირი აცხადებს, რომ კვირას გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მოუგო ჰეზბოლას და მის მოკავშირეებს, რომელთაც ირანი და სირია უჭერენ მხარს. საად ჰარირიმ, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, თავდასხმის შედეგად მოკლული რაფიკ ჰარირის ვაჟია, დღეს დილას მიმართა თავის მომხრეებს ბეირუთში. არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგები დღეს მოგვიანებით არის მოსალოდნელი. მაგრამ ეგზიტპოლების მიხედვით, პროდასავლურ კოალიციას, რომელიც უმრავლესობას ფლობდა ძველ პარლამენტში, 70-მდე ადგილის მოპოვებას უწინასწარმეტყველებენ 128-ადგილიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ამავე ვარაუდით, ჰეზბოლა და მისი ქრისტიანი და შიიტი მოკავშირეები 58-მდე ადგილს მოაგროვებენ. არჩევნებში ამომრჩეველთა 52 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.
XS
SM
MD
LG