Accessibility links

logo-print

თბილისში გაიმართა საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


დღეს თბილისში გაიმართა საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, გრიგოლ ვაშაძისა და ედვარდ ნალბანდიანის შეხვედრა. მოლაპარაკებებზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების და სომხეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტისთვის მოსამზადებელი საკითხები. ვაშაძის თქმით, 24-25 ივნისს დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი სომხეთში. ამასთან დაკავშირებით დაისახა თანაშმრომლობის კონკრეტული გეგმები ეკონომიკის, პოლიტიკისა და ჰუმანიტარულ სფეროებში. შეკითხვაზე, აპირებს თუ არა სომხეთი ტვირთების გადაზიდვის სიძვირის გამო ალტერნატიული გზების მოძიებას, რის შესახებაც ორი დღის წინ ისაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ედვარდ ნალბანდიანმა თქვა, რომ საქართველოს გავლით ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა არსებობს ბიზნესმენების მხრიდან, რადგან მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ფოთამდე ტვირთის ჩატანა ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ფოთიდან ერევნამდე.
XS
SM
MD
LG