Accessibility links

logo-print

საქართველო რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის განცხადებას ეხმაურება


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სამხედრო ძალები დღეს გაცილებით უკეთესად არის აღჭურვილი, ვიდრე ეს აგვისტოს ომამდე იყო. ვაშაძის განცახდებით, საქართველომ ძალიან კარგად იცის, როდის და რა მიზნით აკეთებენ რუსი გენერლები მსგავს განცხადებებს. მისი თქმით, ახალი კონფლიქტის წამოწყება რუსეთის მხრიდან ნაკლებ სავარაუდოა, რადგან რუსეთი ვერ გაბედავს, საერთაშორისო თანამეგობრობას დაუპირისპირდეს. ამასთანავე, ვაშაძე მიიჩვენს, რომ პროვოკაცია რუსეთის მხრიდან გამორიცხული არ არის.
XS
SM
MD
LG