Accessibility links

logo-print

საფრანგეთის დაღუპული თვითმფრინავის 17 მგზავრის გვამებს მიაგნეს


ბრაზილიის სამხედროთა თანახმად, ატლანტის ოკეანეში დაღუპული საფრანგეთის თვითმფრინავის 17 მგზავრის გვამებს მიაგნეს ავარიიდან ერთი კვირის შემდეგ. ძებნა გრძელდება პირველ რიგში თვითმფრინავის “შავი ყუთის” მისაკვლევად, რამაც ავარიის მიზეზს უნდა მოფინოს ნათელი. თვითმფრინავმა გაურკვეველი მიზეზით განიცადა ავარია, რიო დე ჟანეიროში სტარტიდან 4 საათში. ბორტზე მყოფი 228 ადამიანი დაღუპულად მიიჩნევა.
XS
SM
MD
LG