Accessibility links

logo-print

„ეროვნული ფორუმი“ რეგიონულ შეხვედრებს აჭარიდან იწყებს


ეროვნული ფორუმი” რეგიონებში დღეიდან მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. პოლიტიკური საბჭოს ლიდერები უკვე იმყოფებიან აჭარაში, სადაც შეხვედრები 14 ივნისამდე გაგრძელდება. შემდეგ ”ეროვნული ფორუმი” გადაინაცვლებს ადიგენის რაიონში, 18 ივნისს კი თელავში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, ეროვნული ფორუმის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდება. ეროვნული ფორუმი მზადაა, რეგიონული შეხვედრები მოსახლეობასთან სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთადაც გამართოს.
XS
SM
MD
LG