Accessibility links

ფილიპ გორდონი კავკასიურ ტურნეს იწყებს


დღეს საღამოს თბილისს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახემწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი ეწვევა. იგი საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობის წევრებსა და არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება.მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, განხილვის თემა იქნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს 11 ივნისს დატოვებს. მისი პოლიტიკური ტურნე კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოიცავს. ფილიპ გორდონი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შესრულებას 15 მაისიდან შეუდგა. მან ამ თანამდებობაზე დენიელ ფრიდი შეცვალა.
XS
SM
MD
LG