Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ელოდებიან


ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახემწიფო მდივნის მოადგილის, ფილიპ გორდონის ვიზიტს თბილისში შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ღია მხარდაჭერად აფასებენ. ფილიპ გორგონი, რომელიც თბილისს დღეს საღამოს ეწვევა, შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობის წევრებსა და არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, განხილვის თემა იქნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს 11 ივნისს დატოვებს. მისი პოლიტიკური ტურნე კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანსაც მოიცავს. ფილიპ გორდონი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შესრულებას 15 მაისიდან შეუდგა. მან ამ თანამდებობაზე დენიელ ფრიდი შეცვალა.
XS
SM
MD
LG