Accessibility links

logo-print

დედაქალაქის ბიუჯეტი 64 მილიონი ლარით გაიზარდა


დედაქალაქის ბიუჯეტის 64 მილიონი ლარით გაზარდა დღეს საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა. პრიორიტეტებს შორის, რაზეც ეს თანხა უნდა დაიხარჯოს, ყველაზე დიდ ადგილს იკავებს თამარაშვილის გამზირისა და ვარაზის ხევის დამაკავშირებელი ახალი მაგისტრალის მშენებლობა. ამ პროექტისთვის გათვალისწინებულია 30,8 მილიონი ლარი. 4 მილიონი ლარი მოხმარდება ლითონის 20 ხიდის მშენებლობას. დაგეგმილია ასევე ძველი თბილისის რეაბილიტაცია. საბიუჯეტო ცვლილებები საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ წარადგინა.
XS
SM
MD
LG