Accessibility links

დმიტრი მედვედევი დაღესტანს ესტუმრა


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დაღესტანს ესტუმრა. მახაჩყალაში ის ჩაატარებს რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზეც ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლის საკითხებს განიხილავენ. სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს სამხრეთ რუსეთის რეგიონების გუბერნატორები. დმიტრი მედვედევს თან ახლავს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრ ბორტნიკოვი, რომელმაც პრეზიდენტს დაღესტანში შექმნილი ვითარება გააცნო. მახაჩყალაში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მოქმედებს. 5 ივნისს დაღესტნის დედაქალაქში მოკლეს ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ადილგერეი მაგომედთაგიროვი.
XS
SM
MD
LG