Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის საგანგებო წარგზავნილი ახლო აღმოსავლეთს სტუმრობს


შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს, რაც შეიძლება მალე განახლდეს ისრაელისა და პალესტინელების სამშვიდობო მოლაპარაკება. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა დღეს ახლო აღმოსავლეთში ვაშინგტონის საგანგებო წარგზავნილმა ჯორჯ მიჩელმა, რომელიც ისრაელს ეწვია.
"აქტიურად ვმუშაობთ მიზნის მისაღწევად - ახლო აღმოსავლეთში საყოველთაო მშვიდობის დასამკვიდრებლად", განაცხადა მიჩელმა და დასძინა: "ამ გეგმის ნაწილია ისრაელის გვერდით პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა და მათი მშვიდობიანი, უსაფრთხო თანაარსებობა." მიჩელი მოლაპარაკებას მართავს მასპინძელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეტანიაჰუსთან. ხვალისთვის დაგეგმილია მისი შეხვედრა პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელთან მაჰმუდ აბასთან.
XS
SM
MD
LG