Accessibility links

logo-print

ავღანეთში მომხდარი აფეთქების შედეგად ბავშვი დაიღუპა


ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთის კუნარის პროვინციაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა მცირეწლოვანი ბავშვი, 50-მდე ადგილობრივი მოქალაქე დაშავდა. კუნარის პოლიციის უფროსის ცნობით, პროვინციის დედაქალაქ ასადაბადში, დაუდგენელმა პირმა ყუმბარა შეკრებილ ბრბოში - მაშინ, როცა იმ ადგილას ამერიკელი ჯარისკაცების ავტოკოლონამ ჩაიარა. თუმცა, თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ ყუმბარა ამერიკელმა ჯარისკაცმა ისროლა - მას შემდეგ, რაც კოლონა ერთ-ერთი მანქანის ტექნიკური გაუმართაობის გამო გაჩერდა. გამორიცხული არ არის, ჯარიკაცებს ეფიქრათ, რომ მათზე თავდასხმა მზადდებოდა. სარდლობის ცნობით, დაწყებულია ინციდენტის გამოძიება.
XS
SM
MD
LG