Accessibility links

logo-print

ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, დღეს ის პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდება


ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, დღეს საღამოს ის პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. გაჩეჩილაძის თქმით, შეხვედრა 21 საათზე, შავნაბადის რეზიდენციაში შედგება. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეკრებილ მომიტინგეებს ლევან გაჩეჩილაძემ უთხრა, რომ პირისპირ საუბრის ინიციატივა პრეზიდენტისგან მოდის და, რომ მას ამის შესახებ ტელეფონით აცნობეს. გაჩეჩილაძემ დასძინა, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ის ხალხს ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტროს" საშუალებით, თავისი ძმის გია გაჩეჩილაძის "საკნიდან" მიაწოდებს.
XS
SM
MD
LG