Accessibility links

logo-print

საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოების მისამართით მოწოდებას გამოთქვამს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გალის რაიონში დაძაბული ვითარებისა და პერევში ბანდფორმირებების შესვლასთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული საშუალებები, რათა აიძულოს რუსეთი, დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები. ამ შინაარსის განცხადება სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, "საჩხერის რაიონის სოფელი პერევი არასდროს წარმოადგენდა კონფლიქტური ზონის შემადგენელ ნაწილს, დღეს კი, რუსეთის ფედერაცია მასზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ადგილზე მიმდინარე უკანონობის გამო." ამჟამად, რუს ოკუპანტებთან ერთად პერევში იმყოფება ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული რაზმის 15 წარმომადგენელი ორი ჯავშანმანქანით. ბოლო ორი დღის განმავლობაში პერევში აღირიცხა ძარცვისა და ყაჩაღობის, მათ შორის, საქონლის გატაცების ფაქტები.
XS
SM
MD
LG