Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატლანტის ოკეანეში უკვე 24 დაღუპული იპოვეს. კვლავ ეძებენ "შავ ყუთებს"


ბრაზილიის კუთვნილი ვერტმფრენებით ნაპირზე გადაჰყავთ დაღუპულები, რომლებსაც ბოლო დღეებში მიაგნეს ატლანტის ოკეანეში - იქ, სადაც გასულ კვირაში კატასტროფა განიცადა ავიაკომპანია “ერ ფრანსის” თვითმფრინავმა. 31 მაისს ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა რიო-დე-ჟანეიროდან პარიზში მიმავალ აერობუსში მყოფი 228-ვე ადამიანი. ამჟამად ნაპოვნია 24 დაღუპულის გვამები, რომელთა იდენტიფიცირებასაც ექსპერტები შეეცდებიან ჩრდილოაღმოსავლეთ ბრაზილიის სანაპიროზე, ქალაქ რესიფეში. ატლანტის ოკეანეში ძებნისას ნაპოვნია თვითმფრინავის ნამსხვრევების ნაწილიც და გრძელდება ფებნა ე.წ. „შავი ყუთების“ პოვნის მიზნით, რაც, თავის მხრივ, შესაძლებელს გახდის ავარიის მიზეზის დადგენას.
XS
SM
MD
LG