Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონის საგარეო უწყების მაღალჩინოსანი თბილისს ეწვია


თბილისს ესტუმრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი. მისი ვიზიტის პროგრამაშია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, განხილვის საგანი იქნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი. სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა. სამხრეთ კავკასიაში მისი ტურნეს ბოლო გაჩერება იქნება აზერბაიჯანი. ფილიპ გორდონი 15 მაისიდან შეუდგა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შესრულებას. ამ თანამდებობაზე მან დენიელ ფრიდი შეცვალა.
XS
SM
MD
LG