Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისს ესტუმრა


ფილიპ გორდონმა ერევანში პრესკონფერენცია გამართა
ფილიპ გორდონმა ერევანში პრესკონფერენცია გამართა
სამხრეთკავკასიური თავისი პირველი ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი. ვაშინგტონის საგარეო უწყების მაღალჩინოსანი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, ქვეყნის სხვა ხელმძღვანელებს. მისი ვიზიტის პროგრამაშია, აგრეთვე, შეხვედრები საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, განხილვის საგანი იქნება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტი. სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა. სამხრეთ კავკასიაში მისი ტურნეს ბოლო გაჩერება იქნება აზერბაიჯანი.

ფილიპ გორდონი 15 მაისიდან შეუდგა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შესრულებას. ამ თანამდებობაზე მან დენიელ ფრიდი შეცვალა.
XS
SM
MD
LG