Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი სააკაშვილი ლევან გაჩეჩილაძეს შეხვდა


დღეს საღამოს, შავნაბადის რეზიდენციაში გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან ლევან გაჩეჩილაძესთან. როგორც გაჩეჩილაძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტსა და ოპოზიციას სიმართლის შეგრძნება სხვადასხვანაირი აქვთ. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოპოზიციის აქციებისას დაპატიმრებული პირების პრობლემებს და მან პრეზიდენტისგან მიიღო პირობა, რომ ამ ადამიანთა საქმეები გადაისინჯება და ისინი, სავარაუდოდ, მალე დაუბრუნდებიან ოჯახებს. გაჩეჩილაძის თქმით, ის პრეზიდენტს კონკრეტული პირების სიას გადასცემს.
XS
SM
MD
LG