Accessibility links

logo-print

ფილიპ გორდონი თბილისში საქმიან შეხვედრებს შეუდგა


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი თბილისში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს თავდაცვის სამინისტროდან იწყებს. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, დღესვე სახელმწიფო მდივნის მოადგილე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დღის მეორე ნახევარში კი საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება. გაიმართება ასევე შეხვედრები ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ფილიპ გორდონი საქართველოში 9 ივნისს საღამოს ჩამოვიდა, თბილისს იგი 11 ივნისს დატოვებს.
XS
SM
MD
LG