Accessibility links

logo-print

ინგუშეთის დედაქალაქში მოკლეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე


ნაზრანში მოკლეს ინგუშეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე აზა გაზგერეევა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, გაზგერეევას ავტომანქანაზე თავდასხმის შედეგად სხვადასხვა ხარისხის ჭრილობა მიიღო კიდევ ექვსმა პირმა, მათ შორის ერთი წლის ბავშვმა. გამომძიებელთა აზრით, აზა გაზგერეევას მკვლელობა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. მკვლელებმა მიმალვა მოახერხეს.
XS
SM
MD
LG