Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფეშავარში 16 ადამიანი დაიღუპა სასტუმროზე თავდასხმის შედეგად


პაკისტანის ქალაქ ფეშავარში შეიარაღებულ პირთა ჯგუფი თავს დაესხა ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, რის შედეგადაც დაიღუპა, სულ ცოტა, 16 და დაიჭრა 60-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის გაეროს ორი თანამშრომელია - ერთი სერბი და ერთი ფილიპინელი. თავდამსხმელებმა ცეცხლი გაუხსნეს სასტუმროს მცველებს, რასაც თივთმკვლელი მოიერიშის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქება მოჰყვა. სასტუმროს ერთი ნაწილი დაინგრა. თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის უკისრია. მანამდე თალიბანის მოძრაობის ლიდერებს არაერთხელ გამოუთქვამთ გაფრთხილება, რომ პაკისტანის მსხვილ ქალაქებში თავდასხმებს მოაწყობდნენ - პასუხად სამთავრობო ჯარის ოპერაციაზე ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში.
XS
SM
MD
LG