Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანია პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრას გაჩეჩილაძის გაბედულ ნაბიჯად აფასებს


,,ალიანსი საქართველოსთვის’’ ლიდერი ირაკლი ალასანია ლევან გაჩეჩილაძის გადაწყვეტილებას, პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შესახებ გაბედულ ნაბიჯს უწოდებს. ჟურნალისტებს ალასანიამ სააკაშვილისა და გაჩეჩილაძის შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა, რომ იქ მიღებული შეთანხმებები უნდა შესრულდეს, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს მთელ რიგ საკითხებში აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. ,,ლევან გაჩეჩილაძე არასაპარლამენტო ოპოზიციის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია და მას ჩემი მხრიდან მანდატი ჰქონდა”, - დასძინა ალასანიამ.
XS
SM
MD
LG