Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი რუსეთში ვიზიტად ყოფნის დროს, შეხვდა ამ ქვეყნის პრეზიდენტს, დმიტრი მედვედევს. შეხვედრის თემები იყო ბირთვული განიარაღება, იარაღის კონტროლი, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობა. მედვედევმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის ბოლო ხანს მნიშვნელოვნად გაზარდა. მისი თქმით, მოსკოვს სურს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარება. შტაინმაერმა შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ ბირთვული და ჩვეულებრივი შეირაღების სფეროში წინსვლა მალე იქნება. მისივე თანახმად, ამ სფეროში ირანის და ჩრდილოეთი კორეის პრობლემა საერთაშორისო თანამეგობრობას ზეწოლის ქვეშ აქცევს. ორდღიანი ვიზიტისას, დღესვე, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, პრემიერ პუტინს შეხვდა. ის ხვდება ასევე თავის კოლეგა, ლავროვსაც.
XS
SM
MD
LG