Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანება მარტო არ სურს


ევროპის კავშირი სთხოვს რუსეთს, განმარტოს მისი ახალი გეგმა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, ბელორუსიასა და ყაზახეთთან ერთად გაწევრიანების მცდელობის შესახებ. ევროკომიის წარმომადგენელმა ლუც გულნერმა განაცხადა, რომ კომისიას სურს იცოდეს, როგორ შიძლება მოხდეს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების ასეთი სურვილის განხორცილება. გულნერის თქმით, რუსეთმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა თავისი განზრახვა თუ, მიზანი, რომ ორგანიზაციაში მისი გაწევრიანების პროცესი წლის ბოლოს დასრულდეს. პრემიერმა, ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს თქვა, რომ რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი ერთად აპირებენ, ერთ ბლოკად შეუერთდნენ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას და გააუქმა ცალკე ქვეყნის სახით წევრობის სურვილი.
XS
SM
MD
LG