Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილმა ფილიპ გორდონი მიიღო


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილმა სააკაშვილმა მიიღო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონი. შეხვედრაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობაში გაიმართა, მონაწილეობდენ უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია. საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ დემოკრატიულობა დაეხმარება საქართველოს წარმატებას მიაღწიოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. მან დადებითად შეაფასა ის ფაქტ, რომ დაძაბულ პოლიტიკურ გარემოში იყო პროტესტი. ამავე დროს, მისი თქმით, შეერთებული შტატები მიესალმება იმ ფორმას, რომლითაც მთავობამ გამოხატა თავშეკავება ამ პროტესტთან გამკლავების საქმეში.
XS
SM
MD
LG