Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთ კორეის შესახებ რეზოლუციას უშიშროების საბჭო პარასკევს უყრის კენჭს


გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა, აგრეთვე იაპონიამ და სამხრეთმა კორეამ შეათანხმეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას ფხენიანისადმი, შეწყვიტოს ბირთვული და სარაკეტო გამოცდები. პროექტი ითვალისწინებს კსდრ-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა უგულებელყოფს უშიშროების საბჭოს მოწოდებებს. როგორც ვარაუდობენ, რეზოლუციის პროექტს უშიშროების საბჭოში პარასკევს უყრიან კენჭს.
XS
SM
MD
LG