Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის თქმით, მან ოპოზიციას მთავრობაში თანამდებობები შესთავაზა


დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან, ლევან გაჩეჩილაძესთან გუშინდელი შეხვედრის შესახებ და თქვა, რომ ოპოზიციას მინისტრის მოადგილეების თანამდებობები შესთავაზა. სააკაშვილის თქმით, ეს არის შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და სასჯელაღსრულების მინინისტრთა მოადგილის თანამდებობები. მან ასევე თქვა, რომ ოპოზიციას შესთავაზა უშიშროების საბჭოში მათი წარმომადგელების შეყვანა. ამასთან, სააკაშვილმა გამორიცხა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
XS
SM
MD
LG