Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის ფორმატით დაგეგმილი ქართულ-ოსური შეხვედრა დღეს არ გაიმართება


ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ქართულ-ოსური სამუშაო ჯგუფების დღეისათვის დაგეგმილი მორიგი შეხვედრა არ გაიმართება. ცხინვალის რეჟიმმა შეხვედრაზე მონაწილეობაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, თითქოს თბილისმა ამ დრომდე არ წარადგინა ინფორმაცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც, ცხინვალის მტკიცებით, ქართულმა ძალოვანებმა გაიტაცეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ. ინცინდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციებზე მიღწეული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. მექანიზმის ფარგლებში ბოლო შეხვედრა სოფელ დვანში 29 მაისს გაიმართა.
XS
SM
MD
LG