Accessibility links

logo-print

აფეთქებები ზუგდიდის რკინიგზის სადგურში


გუშინ ღამით ზუგდიდის რკინიგზის სადგურში სამი აფეთქება მოხდა. 23:30 წუთზე სადგურში მდგარი სატვირთო შემადგენლობის ერთი ვაგონი აფეთქდა, შემთხვევიდან 15 წუთის შემდეგ ნაგვის ურნაში მოთავსებული მოწყობილობა, ხოლო მოგვიანებით პოლიციის შენობასთან „მაზის“ მარკის დანაღმული ავტომობილი. აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, ერთი ადამიანი მსუბუქი დაზიანებებით ზუგდიდის საავადმყოფოშია მოთავსებული. გამოძიება მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ზუგდიდის რკინიგზის სადგურში მომხდარ აფეთქებებში ტროტილი და პლასტიტი იყო გამოყენებული.
XS
SM
MD
LG