Accessibility links

logo-print

რუსეთში ტარიელ ონიანი დააკავეს


მოსკოვის სიახლოვეს ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი დააკავეს, იტყობინება 11 ივნისს ”ინტერფაქსი” სამართალდამცავი სტრუქტურების წყაროზე დაყრდნობით. ამავე ცნობით, ტარიელ ონიანს და მასთან ერთად დაკავებულ მისი დაცვის წევრებს ბრალად ედებათ ადამიანის გატაცება. კერძოდ, საუბარია ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენის გატაცებაზე გამოსასყიდის მიღების მიზნით. 5 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ტარიელ ონიანი, ასევე ბონდო შალიკიანი და ალექსანდრე ებრალიძე საქართველოში ”არეულობებს” აფინანსებენ. ჯერ კიდევ 9 აპრილის საპროტესტო აქციების დაწყებამდე ასეთივე განცხადება გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.
XS
SM
MD
LG