Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივნისის ბოლოს რუსეთი სამხედრო წვრთნას ჩაატარებს ჩრდილოეთ კავკასიაში


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთ კავკასიაში 29 ივნისს დაიწყება და 6 ივლისს დასრულდება სამხედრო წვრთნა ”კავკაზ 2009”. ამჯერად მისი სცენარია ჯარების პრაქტიკული მოქმედება ”ვითარების თანთადან გამწვავების რეჟიმში, კრიზისული სიტუაციებიდან შეიარაღებულ კონფლიქტებში გადაზრდის” პირობებში. ანალოგიური წვრთნა ”კავკაზ-2008” შარშან აგვისტოს ომის წინ ჩატარდა. მაშინ იგი მამართული იყო ”კონფლიქტების ზონებში მშვიდობის განმტკიცების ოპერაციებში ჩართვაზე”.
XS
SM
MD
LG