Accessibility links

logo-print

პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭო კენჭს უყრის რეზოლუციას ჩრდილოეთ კორეის შესახებ


გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა მუდმივმა წევრმა, აგრეთვე იაპონიამ და სამხრეთმა კორეამ შეათანხმეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამას უკავშირდება. დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას ფხენიანისადმი, შეწყვიტოს ბირთვული და სარაკეტო გამოცდები. პროექტი ითვალისწინებს კსდრ-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას იმ შემთხვევაში, თუ ეს ქვეყანა უგულებელყოფს უშიშროების საბჭოს მოწოდებებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩინ გონმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რეზოლუცია ხელს შეუწყობს კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონის შექმნას, ჩრდილოეთ აზიაში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას, მშვიდობასა და სტაბილურობას. რეზოლუციის პროექტს უშიშროების საბჭოში პარასკევს უყრიან კენჭს.
XS
SM
MD
LG