Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი იმართება


ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების გადაწყვეტილებით, კოსოვოში ალიანსის სამშვიდობო ძალები 14 ათასიდან 10 ათას კაცამდე შემცირდება რეგიონში სტაბილიზაციის მხრივ ვითარების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. როგორც ბრიუსელში, ნატოს მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა, კონტინგენტი, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე შემცირდეს. ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეკრებაზე ავღანეთში შექმნილ ვითარებაზეც მსჯელობენ. შეერთებული შტატები დაჟინებით მოითხოვს, რომ ავღანეთში ნატოს ჯარის რიცხობრივი შემადგენლობა გაიზარდოს, რათა უფრო ეფექტიანი გახდეს ბრძოლა თალიბანის დაჯგუფებისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ. საამისოდ, ვაშინგტონის აზრით, საჭიროა ავღანეთში დამატებით გაიგზავნოს 21 ათასი სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG