Accessibility links

logo-print

ბოსნიის ტელევიზიამ, მისივე თქმით, მლადიჩის ამსახველი ვიდეოფირი აჩვენა


ბოსნიის ტელევიზიამ, სარაევოში დაფუძნებულმა FTV-მ აჩვენა ვიდეოფირი, რომელზეც, ამავე ტელევიზიის განცხადებით, ასახულია სამხედრო დანაშაულებში ბრალდების საფუძველზე ძებნილი რატკო მლადიჩი. FTV-ის ცნობით, მის ხელთაა დაახლოებით ერთსაათიანი ვიდეომასალა, როგორც ჩანს, ჩაწერილი მლადიჩის ოჯახის წევრების წრეში ყოფნისას. ბოლო ჩანაწერი შესაძლოა, ზამთარში იყოს გაკეთებული. მლადიჩი იმალება მას შემდეგ, რაც გაეროს სამხედრო ტრიბუნალმა მას გენოციდის ბრალდება წაუყენა სრებრენიცაში მუსულმანი მამაკაცებისა და ბიჭების დახოცვის ხელმძღვანელობაში ეჭვმიტანის საფუძველზე. სერბიის ოფიციალური წარმომადგენლები ეჭვქვეშ აყენებენ განცხადებას, რომ მლადიჩის ამსახველი ვიდეოჩანაწერი მართლაც ბოლო დროს არის გაკეთებული. მლადიჩის შეპყრობა ბევრს მიაჩნია ევროკავშირში სერბიის გაწევრიანების პირობად.
XS
SM
MD
LG