Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში დააკავეს აფეთქებების მოწყობასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი


წუხელ ზუგდიდში სამი აფეთქება მოხდა - ორი რკინიგზის მიდამოებში, ხოლო მესამე ქალაქის პოლიციის ქვეგანყოფილებასთან. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ეზუგბაიას განცხადებით, აფეთქებები რკინიგზის მუშაობის გრაფიკზე გავლენას არ მოახდენს. დღეს დააკავეს აფეთქებებში ეჭვმიტანილი პირი - როგორც იუწყებიან, ზუგდიდის მკვიდრი. შეგახსენებთ, რომ ეს რკინიგზაზე მომხდარი აფეთქების უკვე მეორე შემთხვევაა სამეგრელოს რეგიონში. 2 ივნისს ასაფეთქებელი ნივთიერება ზუგდიდი-ხობის სარკინიგზო მონაკვეთზე ამოქმედდა.
XS
SM
MD
LG