Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტაინმაიერი: 21-ე საუკუნის ევროპაში მოუწესრიგებელი კონფლიქტები არ უნდა არსებობდეს


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს მიაჩნია, რომ 21-ე საუკუნის ევროპაში მოუწესრიგებელი კონფლიქტები არ უნდა არსებობდეს. ამის შესახებ შტაინმაიერმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. შტაინმაიერის აზრით, ტერიტორიული კონფლიქტების მოსაგვარებლად რუსეთმა და ევროპამ კონსტრუქციული ნაბიჯები უნდა შეიმუშავონ. ”ლავროვთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოზე და იმ განხეთქილებაზე, რომელიც ამ კონფლიქტის გამო ჩვენს ურთიერთობებში მოხდა. ახლა მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ვითარება დამშვიდდეს და მოლაპარაკებებისთვის შესაბამისი სიტუაცია შეიქმნეს. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ერთად უნდა ვიმუშაოთ და მივაღწიოთ პროგრესს ამ საკითხების მოგვარებაში”, - აღნიშნა შტაინმაიერმა პრესკონფერენციაზე.
XS
SM
MD
LG