Accessibility links

ოკუპირებული რეგიონის საზღვარზე რუსეთის მესაზღვრეების განლაგება დასრულდა


სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე რუსეთის მესაზღვრეთა განლაგება უკვე დასრულებულია და რუსი მესაზღვრეები ამჟამად ადგილზე კეთილმოწყობითა და ინფრასტრუქტურის მოწყობით არიან დაკავებულნი. ეგრეთ წოდებული სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ 20 სამხედრო დასახლების აშენება იგეგმება, რუსი სამხედროებისათვის სახლები აშენდება ცხინვალშიც. ამ ობიექტების ნაწილის დასრულება მომავალი წლისათვისაა განზრახული.
XS
SM
MD
LG