Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძემ დორა ბაკოიანისის წერილი მიიღო


საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრმა გრიგოლ ვაშაძემ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დორა ბაკოიანისის წერილი მიიღო. წერილი საქართველოში გაეროს მისიის ყოფნასა და საქმიანობას შეეხება. წერილში აღნიშნულია, რომ საბერძნეთი იზიარებს საქართველოს პოზიციას აფხაზეთში საქართველოს ძლიერი და ყოვლისმომცველი მისიის არსებობის აუცილებლობის შესახებ. წერილში ხაზგასმულია, რომ საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
XS
SM
MD
LG