Accessibility links

logo-print

პარლამენტში რიგგარეშე სხდომა დაიწყო


დღეს 11 საათზე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა დაიწყო. სხდომა პრეზიდენტის განკარგულებითაა მოწვეული. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, დაგროვდა მთელი რიგი კანონპროექტებისა, რომლებიც აუცილებელ განხილვას მოითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია გაგებით მოეკიდება მოსახლეობისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას. 9 აპრილიდან, საპროტესტო აქციების გამო, პარლამენტის მუშაობა შეწყვეტილი იყო, ბიუროს სხდომები და საკომიტეტო განხილვები კი სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, უმეტესად რეგიონებში ტარდებოდა. საკანონმდებლო ორგანოს პარალიზების მიზეზად მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილება სახელდებოდა.
XS
SM
MD
LG