Accessibility links

logo-print

დღეს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბა


საქართველოს პარლამენტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის სხდომა

დღეს 11 საათზე საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა დაიწყო. სხდომა პრეზიდენტის განკარგულებითაა მოწვეული. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადებით, დაგროვდა მთელი რიგი კანონპროექტებისა, რომლებიც აუცილებელ განხილვას მოითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია გაგებით მოეკიდება მოსახლეობისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებას.

პარლამენტის წინ შეკრება დაიწყეს არასაპარლამენტო ოპოზიციის მომხრეებმა, რომლებიც საღამოს სირცხვილის დერეფნის მოწყობას აპირებენ.

9 აპრილიდან, საპროტესტო აქციების გამო, პარლამენტის მუშაობა შეწყვეტილი იყო, ბიუროს სხდომები და საკომიტეტო განხილვები კი სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, უმეტესად რეგიონებში ტარდებოდა. საკანონმდებლო ორგანოს პარალიზების მიზეზად მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილება სახელდებოდა.
XS
SM
MD
LG