Accessibility links

logo-print

დომბროვკისი: ლატვია გაკოტრებას გადაურჩა


ლატვიის პრემიერ-მინისტრის, ვალდის დომბროვკისის თქმით, ქვეყანა გადაურჩა გაკოტრებას მას მერე, რაც უკანასკნელ მომენტში ბიუჯეტში გაკეთებულმა ცვლილებებმა შესაძლებელი გახადა უცხოეთიდან ფონდების მიღება. დომბროვკისის მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ ხუთშაბათს პროფკავშირებთან და დამსაქმებლებთან მიაღწია შეთანხმებას სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მილიარდი დოლარით შემცირების თაობაზე. ეს არის ლატვიისთვის წაყენებული პირობა საიმისოდ, რომ მან მიიღოს 7,5 მილიარდი ევროს ოდენობის საგანგებო პაკეტი, რომელიც ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არის შეთანხმებული. პარლამენტი მომავალ კვირაში უყრის კენჭს ბიუჯეტის ცვლილებებს. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ლატვიის ეკონომიკამ ყველაზე დიდი დარტყმა განიცადა მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო.
XS
SM
MD
LG