Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომუნიზმის დასასრულის მე-20 წლისთავი ”ვილა-ბერიკაში”

პოლონეთის საელჩო თბილისში მალე ახალსახლობას იზეიმებს - საელჩო ნუცუბიძის პლატოზე 90-იანი წლების დასაწყისში გახსნილი ერთ-ერთი პირველი კერძო სასტუმროს, ”ვილა ბერიკას”, შენობაში იმუშავებს. პოლონელმა დიპლომატებმა ამის შესახებ სწორედ ”ვილა-ბერიკაში” კომუნიზმის დასასრულის მე-20 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნაზე განაცხადეს.

”მინდა დაგარწმუნოთ, რომ დამოუკიდებლობის მოპოვება დიდ სამუშაოს მოითხოვს - დამოუკიდებლობას არავინ გაჩუქებს...ვიღაცას არ გადაუწყვეტია და კედელი თავისით არ დანგრეულა, თავისით არ გახსნილა ციხის კარები... ”

ასე დაიწყო თავისი სიტყვა პოლონეთის ელჩმა ურშულა დოროშევსკამ.

”დამოუკიდებლობა და თავისუფლება გარჯას მოითხოვს” - ეს იყო პოლონეთის საელჩოს მთავარი გზავნილი, რომელიც გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატებით უნდა დადასტურებულიყო. სხვათა შორის, ექსპოზიცია საკმაოდ ორიგინალურად გაიხსნა. ელჩი საუბრობდა ექსპონატებზე, რომელთაც

ჩვენ ვერ ვხედავდით. ბოლოს ვიკითხეთ, კი მაგრამ სადაა დაპირებული გამოფენა? მოითმინეთო, - გვითხრა, - ვინაიდან არალეგალურ მუშაობაზეა ლაპარაკი, ჩვენ ეს ექსპონატები ”ვილა-ბერიკას” სარდაფში გამოვფინეთო.

"სოლიდარობის" ლიდერი ლეხ ვალენსა გაფიცულ მუშებს მთავრობასთან მოლაპარაკებების შედეგებს აცნობს. 1980 წლის 30 აგვისტო
ათ მილიონამდე ადამიანი იბრძოდა ”სოლიდარობის” რიგებში, მაგრამ ისტორიას ყველას სახელი როდი შემორჩა. ურსულა დოროშევსკას თქმით, დღეს, კომუნისტური სისტემის დანგრევის მე-20 წლისთავზე, საჭიროა გავიხსენოთ არა მხოლოდ დისიდენტი ლიდერები, არამედ ეგრეთ წოდებული ”სარდაფის ადამიანები”, რომლებიც არალეგალურ სტამბებში მუშაობდნენ. სწორედ მათი ქედუხრელი შრომით შექმნილი ბეჭდური პროდუქციით იგებდა მთელი ქვეყანა სიმართლეს, სწორედ მათი შრომით ეზიარებოდა დამოუკიდებლობის იდეებს მთელი პოლონეთი.

”ჩვენ არ შეგვეძლო ხმამაღლა ლაპარაკი, მაგრამ შეგვეძლო დაგვებეჭდა ის, რასაც ვერ ვამბობდით”, - გვითხრა პოლონეთის ელჩმა.

გამოფენაზე საელჩომ წარმოადგინა ექსპონატები, რომელთა შორისაა საფოსტო მარკების მსგავსი მარკები. მასზე აღბეჭდილი ადამიანები და მოვლენები პოლონეთის რეალურ წარსულს ასახავენ, იმ წარსულს, რომელსაც კომუნისტები ან მალავდნენ, ან ამახინჯებდნენ. ამ მარკებს ადამიანები სამახსოვროდ ყიდულობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ამით იატაკქვეშა მუშაობას ფინანსურად ეხმარებოდნენ... გამოფენაზე წარმოდგენილმა მოძრაობა ”სოლიდარობის” მოღვაწეობის ამსახველმა სურათებმა კი პირდაპირ, შეიძლება ითქვას, ”თეთრი შურით” აღავსო ქართველი დამთვალიერებელი - იშვიათია ასეთი ერთობა ლიდერების და ხალხისა და იშვიათია უსისხლო რევოლუცია, რომელსაც ამდენი შრომა უძღოდა წინ.

1989: აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური ქრონიკა

6.02 პოლონეთი: მრგვალი მაგიდის მოლაპარაკებები
9.04 საქართველო: მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა
17.04 პოლონეთი: “სოლიდარობას” აკრძალვა ეხსნება
4.06 პოლონეთი: პირველი ნაწილობრივ თავისუფალი არჩევნები
23.08 ლიტვა, ლატვია, ესტონეთი: “ბალტიისპირეთის ჯაჭვი”
12.09 პოლონეთი: პირველი არაკომუნისტური მთავრობა
9.11 გერმანია: ბერლინის კედლის დაცემა
17.11 ჩეხოსლოვაკია: “ხავერდოვანი” რევოლუციის დასაწყისი
16.12 რუმინეთი: ჩაუშესკუს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დასაწყისი
29.12 ჩეხოსლოვაკია: ვაცლავ ჰაველის არჩევა პრეზიდენტად

29.12 ჩეხოსლოვაკია: ვაცლავ ჰაველის არჩევა პრეზიდენტად6.02 პოლონეთი: მრგვალი მაგიდის მოლაპარაკებები
9.04 საქართველო: მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა
17.04 პოლონეთი: “სოლიდარობას” აკრძალვა ეხსნება
4.06 პოლონეთი: პირველი ნაწილობრივ თავისუფალი არჩევნები
23.08 ლიტვა, ლატვია, ესტონეთი: “ბალტიისპირეთის ჯაჭვი”
12.09 პოლონეთი: პირველი არაკომუნისტური მთავრობა
9.11 გერმანია: ბერლინის კედლის დაცემა
17.11 ჩეხოსლოვაკია: “ხავერდოვანი” რევოლუციის დასაწყისი
16.12 რუმინეთი: ჩაუშესკუს რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დასაწყისი
29.12 ჩეხოსლოვაკია: ვაცლავ ჰაველის არჩევა პრეზიდენტად
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG