Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა აქტში საქართველოზეა საუბარი


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო საგარეო ურთიერთობების ავტორიზაციის აქტი, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საგარეო-პოლიტიკური ძალისხმევის გაფართოებას და რომლის ერთი ნაწილი საქართველოს ეხება. დოკუმენტი სახელმწიფო მდივანს მოუწოდებს, კონგრესის შესაბამის კომიტეტებს მომდევნო ორი წლის არაუგვიანეს 31 დეკემბრისა წარუდგინოს ანგარიში იმ პროგრამების, პროექტების და საქმიანობის შესახებ, რომლებიც საქართველოში განხორციელდა აგვისტოს ომის შემდეგ აშშ-ის მიერ დაფინანსებული დახმარების პროგრამის ფარგლებში. აქტი ძალაში შესვლამდე აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს. მასში ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივნის ანგარიში საქართველოში აშშ-ის მიერ განხორციელებული საქმიანობების შესახებ ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას და იმ პროგრამების აღწერას, რომელიც აშშ-მა დააფინანსა ”ჰუმანიტარული დახმარების, ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის, ეკონომიკური განვითარების, პოლიტიკური და დემოკრატიული განვითარების და მაუწყებლობის კუთხით”.
XS
SM
MD
LG