Accessibility links

logo-print

ცვლილება შედის "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში"


უმაღლეს სასწავლებლებში ასაკობრივი ცენზის დაწესების პრეროგატივა თავად უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანლეობას მიენიჭება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება შედის "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში".

დღეს მოქმედი კანონმდებლობით 65 წლის ზემოთ პროფესორ მასწავლებლებს უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობის უფლება არ აქვთ.

ეს ნორმა ძალაში მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან უნდა შესულიყო, თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით შეიცვალა.
კანონპროექტი პარალმენტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. ცვლილების თანახმად კი ასაკობრივი ცენზის დაწესების საკითხი იქნება უმაღლესი სასწავლებლის რექტორატის გადასაწყვეტი.
XS
SM
MD
LG